Belive

აზარმა შესაძლოა ჩელსის მომდევნო ორი შეხვედრა გამოტოვოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა შესაძლოა მომდევნო ორ მატჩში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირების დროს აზარმა ზურგის ტრავმა მიიღო. მართალია „არისტოკრატების“ ლიდერმა მატჩის გაგრძელება შეძლო, მაგრამ მას ზურგის არეში ტკივილი კვლავ აწუხებს. შეგახსენებთ, მომდევნო ორ შეხვედრას „არისტოკრატები“ 25 და 28 ოქტომბერს გამართავენ. 25 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე, „ჩელსი“ „ბატეს უმასპინძლებს. ხოლო 28 ოქტომბერს, პრემიერლიგის ეგიდით გასამართ მატჩში, ლონდონელები „ბარნლის“ დამარცხებას შეეცდებიან.

სხვა სტატიები