Belive

აზარმა თანაგუნდელს ნომერი სთხოვა თუმცა უარი მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა თანაგუნდელს ნომერი სთხოვა თუმცა უარი მიიღო. ბელგიელი სუპერვარსკვლავი "ბლანკოსს" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ედენ აზარის მტკიცებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ნომრით ითამაშებს და მისცემენ თუ არა პენალტების დარტყმის შესაძლებლობას. "მატეო კოვაჩიჩის მეშვეობით ლუკა მოდრიჩს ვესაუბრე. ხუმრობით ვუთხარი დამითმობდა თუ არა 10 ნომრიან მაისურს. მოდრიჩმა მიპასუხა, რომ ნომერს არ დამითმობდა და სხვა ნომერი უნდა შემერჩია. ჩემთვის ნომერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია "რეალის" მაისურით თამაში", - აღნიშნა ედენ აზარმა.

სხვა სტატიები