Belive

აზერბაიჯანული მედია: დინამო გაბალაში დიდი დესანტით მოემგზავრება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მატჩისთვის გაბალაში დიდი დესანტით მოემგზავრება - ასეთი სტატია გამოქვეყნდა დღეს აზერბაიჯანულ მედიაში. Azerisport.Com-ის ინფორმაციით, ქართული გუნდი მოახლოვებული მატჩებისთვის საკმაოდ მრავალრიცხოვან გასვლას გეგმავს. აზერბაიჯანულ წყაროში ნათქვამია, რომ "დინამოს" გაბალაში 20 ჟურნალისტი და ფანებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები მიჰყვება. "დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 25 ივლისს თბილისის დროით 19 საათზე გამართავს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გაბალაში 24 ივლისს ჩაფრინდება.  

სხვა სტატიები