Belive

აზიაში მუნდიალის შესარჩევი მატჩები გაუქმდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფამ და აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპის შეხვედრები კორონავირუსის საფრთხის გამო შეწყდება. მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩები 23-31 მარტს და 1-9 ივნისს უნდა გამართულიყო. ახალი თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს განცხადებით, შეხვედრები მას შემდეგ ჩატარდება, რაც უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული და ეპიდემიის საშიშროება შემცირდება. COVID-19 ჩინეთში წინა წლის ბოლოს გაჩნდა და ამჟამინდელი ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 400 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, 60 000-ზე მეტი კი ვირუსით დაინფიცირდა.

სხვა სტატიები