Belive

ბაჰრეინში "წვრილი თვალები" არ აპატიეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფამ ბაჰრეინის ნაკრების მცველი სეიდ ბეიკერი მკაცრად დასაჯა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 27 600 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჰონგ კონგის წინააღმდეგ, მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად, ბაკერმა წვრილი თვალების ჟესტი გამოხატა. ინციდენტი კამერებს გამოეპარათ. შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. ბაჰრეინი საკვალიფიკაციო C ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზეა ჰონგ კონგს კი 5 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები