Belive

ბაიერნი ჩვეულ გზაზე - რეკორდმაისტერი დორტმუნდის ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პოლიტიკას არ ღალატობს და ბუნდესლიგის შიგნით საუკეთესო ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს. ტიმო ვერნერის, კაი ჰავერტსისა და სხვათა მიმართ გამოჩენილი სერიოზული ინტერესის შემდეგ, ბავარიული გრანდი საყვარელ "მომმარაგებელ კლუბ" დორტმუნდის "ბორუსიას" მიუბრუნდა და მათგან აშრაფ ჰაკიმის დამატება გადაწყვიტა. 21 წლის განაპირა მცველი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და გერმანიის ჩემპიონატში განათხოვრებით თამაშობს. სეზონის ბოლოს მაროკოელი სამეფო კლუბში უნდა დაბრუნდეს, სწორედ ამიტომ "რეკორდმაისტერმა" "ბლნკოსებს" ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა. "ბაიერნის" სკაუტები ჰაკიმის მიერ დაცვის ორივე მხარეს შედეგიანად თამაშის უნარით მოხიბლულნი არიან, "რეალში" მისი დარჩენა კი მაღალი კონკურენციის პირობებში ძნელი წარმოსადგენია. ჰაკიმი "ბორუსიაში" 2018 წელს 2-წლიანი იჯარის წესით გადავიდა, "შავ-ყვითლებს" კი მისი გამოსყიდვის უფლება არ ჰქონიათ. ფეხბურთელს კარგი სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. საინტერესოა ისიც, რომ ბრწყინვალე შემტევების ფონზე, ჰაკიმს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 4 ბურთი აქვს შეგდებული.

სხვა სტატიები