Belive

ბაიერნი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მანუელ ნოიერის გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარედ აღარ განიხილება და მის ადგილს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიკავებს.  "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მანუელ ნოიერი ნაკრებში პირველობას დაკარგავს, "ბაიერნი" საკუთარ ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში ასპარეზობის შესაძლებლობას არ მისცემს.  

სხვა სტატიები