Belive

ბაიერნი გნაბრის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში თუ სერჟ გნაბრი ,,ბაიერნს'' დატოვებს, მიუნხენური გუნდი ,,ლაიფციგის'' ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს ან ,,აიაქსის'' შემტევის, ანტონის გადაბირებას შეეცდება. Sport1-ის ცნობით, ,,რეკორდმაისტერში'' იმედი აქვთ, რომ გნაბრისთან, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, თუმცა გუნდში უკვე მის შემცვლელზეც მუშაობენ. გერმანელის ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი'' და ,,ლივერპული'' ინტერესდებიან. მიმდინარე სეზონში ნკუნკუს ანგარიშზე ,,ლაიფციგის'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 34 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა. ანტონიმ კი ,,აიაქსის'' შემადგენლობაში გამართულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები