ბაიერნი – ლევერკუზენი (პრევიუ)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში, “ბაიერნი” მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ნიკო კოვაჩის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და საწყის ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპირისპიროდ, “ლევერკუზენისათვის” მიმდინარე სეზონი კატასტროფულად მიმდინარეობს. ბუნდესლიგის საწყის ორ ტურში, “ლევერკუზენმა” მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო და ორივე შეხვედრაში დამარცხდა. საფეხბურთო მიმომხილველების თვალსაზრისით, “რეკორდმაისტერი” იოლ გამარჯვებას მოიპოვებს და კიდევ უფრო დაამძიმებს “ლევერკუზენის” მდგომარეობას.

“ალიანც არენაზე” გასამართი მატჩი, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. მიუნხენელებს დღევანდელ შეხვედრაში კინგსლი კომანი ვერ დაეხმარება. აგრეთვე საეჭვოა მატს ჰუმელსის მოედანზე გამოსვლაც. რაც შეეხება “ლევერკუზენს” ამ მხრივ მათი მდგომარეობა საგანგაშოა. “ფარმაცევტების” ლაზარეთი გადავსებულია – ბაუმგარტლინგერი, ლარს ბენდერი და რეტსოსი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ. საეჭვოა სვენ ბენდერისა და ვენდელის მოედანზე ხილვაც.

უერთიერთშეხვედრებში “ბაიერნი” ტოტალური უპირატესობით სარგებლობს. შინ გამართული უკანასკნელი 21 შეხვედრიდან, 18 “რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.1998 წლის შემდეგ, “ლევერკუზენმა” მხოლოდ ერთ გასვლით შეხვედრაში შეძლო “ბაიერნის” დამარცხება.

(47)

ბაიერნი – ლევერკუზენი (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-