Belive

ბაიერნი მანესთვის იბრძვის - გერმანელები ლივერპულს ახალ შეთავაზებას უმზადებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სადიო მანეს გადაბირებას ეცდება. მას შემდეგ, რაც "ლივერპულმა" გერმანელთა პირველი შემოთავაზება დაბლოკა, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა სენეგალელი ვინგერის სანაცვლოდ ახალ პირობებს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელისთვის მიუნხენური კლუბი "ლივერპულს" 35 მილიონ ევროსა და 5 მილიონ ბონუსს შესთავაზებს. მოსალოდნელია, რომ ასეთი წინადადება "ლივერპულისთვის" დამაკმაყოფილებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ თავად მანეს სურვილიცაა, რომ კარიერა მან "ბაიერნში" გააგრძელოს. იურგენ კლოპის გუნდის ლიდერი მხარეების შეთანხმებას ელოდება. გასულ სეზონში მანემ 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები