Belive

ბაიერნი პერიშიჩს გამოისყიდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის ბოლოს მილანის "ინტერიდან" ივან პერიშიჩს გამოისყიდის. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი გერმანულ გრანდს 20 მილიონი ევრო დაუჯდება. 31 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სოშოს", "ბრიუგეს", "ვოლფსბურგის" და "დორტმუნდის" რიგებში უთამაშია, შარშან ზაფხულიდან კი "რეკორდმაისტერის" მაისურს ირგებს. პერიშიჩმა ბავარიულ კლუბში 22 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მიითვალა.

სხვა სტატიები