Belive

ბაიერნი ფორვარდს ეძებს | მთავარი სამიზნე ჰარი კეინია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Germany-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი შეიძინოს.

გასულ ზაფხულს, გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა კეინის გარემოცვასთან კონტაქტი დაამაყრეს და შესაბამისად, "ბაიერნსა" და ინგლისელ ფორვარდს შორისაც შედგა მოლაპარაკება. თუმცა, ლონდონელების კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით კვლავ ინგლისში დარჩეს.

მიუხედავად ამისა, "რეკორდმაისტერს" სჯერა, რომ კეინის ბუნდესლიგაში გადმოყვანა შეუძლიათ, რადგან ისინი ყოველწლიურად ლიგის ფავორიტები არიან. ამავდროულად, გერმანელები, ჩემპიონთა ლიგის სავარაუდო გამარჯვებულ გუნდებს შორის ყოველთვის არიან.

რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, "ბაიერნი" თავდამსხმელს აქტიურად ეძებს. ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, ბავარიელები "ლილის" თავდამსხმელს ჯონათან დევიდსაც უმიზნებენ. აშშ-ში დაბადებული ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს კარიერაში დიდი ნაბიჯის გადადგმას აპირებს და ტოპ კლუბში გადასვლა სურს.

jonathan-david-pwm

მის დამატებას ძალიან ბევრი გუნდი ცდილობს, მათ შორის, პრემიერ ლიგის მკვიდრი "ევერტონი". გავრცელებული ინფორმაციით, "კანფეტები" ამ ზაფხულს მის შეძენას ცდილობდნენ, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნზე" ყველაზე მეტი იწერება, პლეტენბერგის თქმით, გუნდსა და ფეხბურთელს შორის კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა.

სხვა სტატიები