Belive

ბაიერნი, რეალი თუ ბარსელონა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავიდ ალაბა თავისი კარიერული მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ფეხბურთელს "ბაიერნთან"კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. ამავე დროს, მიუნხენური კლუბი 27 წლის მარცხენა მცველს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ავსტრიელი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. საქმე ის გახლავთ, რომ ალაბას შეძენით მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან. ალაბა 2008 წლიდან "რეკორმაისტერის" რიგებში ირიცხება და მთავარი გუნდის მაისურით 372 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები