Belive

"ბაიერნი" როკას ტრანსფერთან ახლოსაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი მზადაა, რომ "ალიანს არენაზე" გადაბარგდეს. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ბაიერნი" როკას ტრანსფერთან ახლოსაა, Goal ავრცელებს. ტრანსფერი სავარაუდოდ ორშაბათისთვის უნდა შედგეს, როკას შაბათს გამართულ "ესპანიოლის" ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა. გერმანელები მზად არიან, როკას ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზონ და ახლა ორივე კლუბი მოლაპარაკების დასრულებაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით მიუნხენელები ავანსის სახით 15 მილიონ ევროს გადაიხდიან როკას სანაცვლოდ. თუმცა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა უარი განაცხადა, დაედასტურებინა ესპანელის შესაძლო გადმოსვლა "ბაიერნში". "არაფრის თქმა არ შემიძლია, ვერც ვერაფერს დავადასტურებ და ვერც ვერაფერს უარვყოფ", - განაცხადა ფლიკმა. როკა "ესპანიოლის" ძირითად გუნდს 2016 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის შემადგენლობაში 121 შეხვედრა ჩაატარა. ამასთან, მან 3 გოლის გატანა და 6 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები