Belive

ბაიერნი რომას ფეხბურთელს უმიზნებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში მიუნხენის "ბაიერნს" უამრავ ფეხბურთელს უკავშირებენ, მათ შორის გახლდათ ტიმო ვერნერიც, რომელიც ფაქტობრივად გადასულია "ჩელსის" რიგებში. მომდევნო ფეხბურთელი რომელსაც მიუნხენურ გრანდს უკავშირებენ ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველი - ჩენგიზ უნდერია. 22 წლის ფეხბურთელი ამჟამად "რომას" რიგებში ირიცხება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეკორდმაისტერისა" და რომაელების ხელმძღვანელობის შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა მომდევნო სეზონიდან მან "ბაიერნის" მაისური მოირგოს. ჩენგიზ უნდერის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს, ინფორმაციას ასევე Transfermarkt-ის საინფორმაციო გვერდზეც შეხვდებით. უნდერმა "რომას" მაისურით მოედანზე 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 17 გოლის გატანას 12 საგოლე გადაცემაც დაურთო.

სხვა სტატიები