Belive

ბაიერნი სანეს არ ეშვება: დირექტორი აგენტს შეხვდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" კორონავირუსის პანდემიისა და გამოცხადებული რეკომენდაციების მიუხედავად, შეხვედრებს მაინც აწარმოებს. ამჯერად, კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჯამიჯიჩი ლეროი სანეს წარმომადგენლებს შეხვდა და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის პირობები განიხილა. BILD-ის ცნობით, შეხვედრა რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში შედგა. როგორც ჩანს, "რეკორმაისტერს" "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის შეძენის იმედი ჯერაც არ დაუკარგავს. სანეს სატრანსფერო საგა, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და უკვე მესამე ფანჯარა მოიცვა. თუმცა, თავად ფეხბურთელი გულშემატკივარს საქმეში მიმდიმარე სეზონში არ უნახავს. 24 წლის ფლანგის შემტევი ინგლისში 2016 წლის ზფხულში, "შალკედან", 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და სხვა ტიტულებთან ერთად, ორჯერ პრემიერლიგაც მოიგო.

სხვა სტატიები