Belive

ბაიერნი ტიმო ვერნერისათვის ბრძოლას განაგრძობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავლენიანი გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ მიუნხენური გრანდი ტიმო ვერნერის ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნის" წარმომადგენლები ვერნერს დაუკავშირდნენ და მასთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყეს, თუმცა დეტალები ამ ეტაპისათვის უცნობია.

მედიაგამოცემები ასევე იწერებიან, რომ ვერნერის დამატება განსაკუთრებულად სურს ჰანს ფლიკს, რომელიც გუნდში დარჩენის შემთხვევაში 24 წლის ფორვარდის დამატებას ერთ-ერთ მთავარ მიზნად მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ გერმანული, ისევე როგორც უამრავი სხვა ევროპული კლუბებისათვის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. გერმანიაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანაში კორონავირუსით 85 063 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 22 440 განიკურნა, 1 111 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სხვა სტატიები