Belive

ბაიერნიდან დორტმუნდში - ზულე ბორუსიას შეუერთდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნის" ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე კარიერას დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. როგორც ცნობილია, მხარეები ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც, ზულემ "ბაიერნთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
"მოხარულები ვართ, რომ ზულეს სახით გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი ჩვენთან უფასოდ გადმოვა. ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება," - ადასტურებს ტრანსფერს ბორუსიას სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.
ნიკლას ზულე "ბაიერნში" 2017 წლიდან თამაშობდა - მის ანგარიშზე 159 მატჩში გატანილი 6 გოლია. გერმანელმა მიუნხენელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი ზულე 4-ჯერ გახდა.  

სხვა სტატიები