ბაიერნის ახალი რეკორდი ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის და არამარტო ბუნდესლიგის მასშტაბით “რეკორდმაისტერს” არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.

მიუნხენური გრანდი ყოველთვის გამოირჩეოდა მიღწევებით. დღეს ფლიკის გუნდმა ლევერკუზენის “ბაიერს” სტუმრად 2:4 სძლია.

ლევერკუზენს მეოთხე გოლი ლევანდოვსკიმ გაუტანა და “ბაიერნისთვის” მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით, 90-ე გოლი აღმოჩნდა. ეს კი ახალი რეკორდია. გერმანიის 28 გზის ჩემპიონს აქამდე 30 ტურის შემდეგ ამდენი გოლი არასდროს ჰქონია გატანილი.

ეს დღე მთლიანად “ბაიერნის” ისტორიაში შევა.

(82)

ბაიერნის ახალი რეკორდი ბუნდესლიგაში

სტატიის ავტორი
-