Belive

ბაიერნის ლიდერის თქმით, სიტიმ მათ აჩვენა როგორ უნდა ითამაშონ ლივერპულის წინააღმდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, მანუელ ნოიერმა "ლივერპულზე" ისაუბრა. ნოიერის თქმით, "მანჩესტერ სიტიმ" ყველას დაანახა, როგორ უნდა ითამაშო "ლივერპულის" წინააღმდეგ.
"მე ვუყურე სიტისა და ლივერპულის დაპირისპირებას. მანჩესტერელებმა ყველას დაგვანახეს, რომ ლივერპული მიუხედავად იმსა, რომ კარგ სეზონს ატარებს, დაუმარცხებელი არ არის. არ მგონია, რომ ლივერპულს ბაიერნთან თამაში უხაროდეს. ჩვენს შორის შანსები 50/50-ზეა" - განაცხადა მანუელ ნოიერმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა "ენფილდზე" 19 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი უკვე მიუნხენში, "ალიანც არენაზე" 13 მარტს არის ჩანიშნული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "მანჩესტერ სიტიმ" "პრემიერლიგაში" მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" 2:1 მოუგო და სეზონის პირველი მარცხი აგემა.

სხვა სტატიები