Belive

ბაიერნის ფეხბურთელების ანაზღაურება | ცნობას გერმანული მედიაგამოცემა "Bild" ავრცელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი გერმანული მედიაგამოცემა Bild მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელების ანაზღაურებას აქვეყნებს, სადაც ძალიან საინტერესო მოცემულობას ვხვდებით. "რეკორდმაისტერის" ფინანსური პოლიტიკა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ კლუბის განვითარების ყველა სტადიაზე და მათ შორის დღესაც. ირკვევა, რომ გუნდში წლიური ანაზღაურების სახით 20-მილიონ ევროზე მეტი მხოლოდ რობერტ ლევანდოსვკის აქვს. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ევროპულ კლუბებში გუნდის სუპერვარსკვლავების ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში კოლოსალურ ნიშნულს აღწევს, გერმანული კლუბის ვარიანტში კი იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. როგორც გითხარით 20 მილიონზე მეტი მხოლოდ ლევანდოსვკის აქვს, 15-დან 20 მილიონამდე კი რამდენიმე ფეხბურთელს აქვს, ესენი არიან: მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, ლეროი სანე, თომას მიულერი, ლეონ გორეცკა და ხავი ერნანდესი. 10-დან 15-მილიონამდე ანაზღაურების მქონე ფეხბურთელები: სერჟ გნაბრი, კინგსლი კომანი, დაიო უპამეკანო, ალფონსო დევისი, მარსელ საბიცერი.  5-დან 10-მილიონამდე ანაზღაურების მქონე ფეხბურთელები: კორენტინ ტოლისო, ნიკლას ზულე, ბენჟამინ პავარი, ჩუპო-მოტინგი, ჯამალ მუსიალა, გუნა სარი. 

სხვა სტატიები