Belive

"ბაიერნის" ფეხბურთელმა მუსიალამ "შალკესთან" რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის 2020-21 წლის სეზონი 18 სექტემბერს მიუნხენის "ბაიერნისა" და "შალკეს" შეხვედრით გაიხსნა. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე 8:0 გაანადგურა და გერმანიის ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო. აღნიშნულ შეხვედრაში თავი ბაიერნის თითქმის ყველა შემტევმა გამოიჩინა, მაგრამ აღსანიშნავია ცვლილებაზე შემოსული 17 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა. მას შემდეგ, რაც 81-ე წუთზე მუსიალამ "შალკესთან" ანგარიში 8:0 გახადა, შემტევმა ნახევარმცველმა 17 წლისა და 205 დღის ასაკში როკი სანტა კრუზის რეკორდი მოხსნა და ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა. მუსიალამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრში შემოიწია და ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა.

სხვა სტატიები