ბაიერნის პრეზიდენტი: “რონალდუ ჩვენთვის ზედმეტად ასაკოვანია”

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, რომელიც გასულ კვირას 35 წლის გახდა ფენომენალური ასპარეზობით განაგრძობს გულშემატკივრების აღფრთოვანებას. კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონში, “ბიანკონერის” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 22 გოლის გატანა შეძლო.

რონალდუს გასაოცარი სტატისტიკის მიუხედავად, “ბაიერნის” პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “რეკორდმაისტერს” არ შეესაბამება.

“რა თქმა უნდა პრესა უამრავ ვარსკვლავს გვიკავშირებს – ეს ნორმალურია. რონალდუ ჩვენთვის ზედმეტად ასაკოვანია. ლეროი სანე დიდებული ფეხბურთელია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ სანეს მიმართ ინტერესი გაგვაჩნია”, – აღნიშნა ჰაინერმა.

(458)

ბაიერნის პრეზიდენტი: “რონალდუ ჩვენთვის ზედმეტად ასაკოვანია”

სტატიის ავტორი
-