Belive

ბაიერნის პრეზიდენტი: ,,სად მივალთ თუ მოთამაშე თავად გადაწყვეტს, რომ მისი კონტრაქტი არაფერს ნიშნავს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,ბაიერნის'' პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიუნხენური გუნდი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებს:
,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა, კონტრაქტი კი კონტრაქტია! სად მივალთ თუ მოთამაშე თავად გადაწყვეტს, რომ მისი ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს, ჩვენ კი ხელფასი ბოლო დღემდე უნდა ვუხადოთ? ეს სამართლიანი არ არის. ცოტა მიკვირს, რომ რობერტმა საჯარო განცხადებების გზა აირჩია. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. ის უკვე დიდი ხანიაა ბაიერნში და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა. ვფიქრობ, მან ძალიან კარგად იცის, რა აძლევს ჩვენი გუნდი. ბაიერნი საკუთარ მოთამაშეებს ძალიან კარგად ექცევა, რათა მოედანზე მაქსიმალური გააკეთონ. ამიტომ, ვფიქრობ, მადლიერება ცალმხრივი არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ლევანდოვსკი მომავალ სეზონში ჩვენთან ითამაშებს,'' - ჰაინიერის სიტყვებს Bild-ი ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუნხენური გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამაში არსებულმა კონტრაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონა” 34 წლის თავდამსხმელს სამწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა, თუმცა ახლა ყველაფერი ,,ბაიერნსა”  და ფინანსებზეა დამოკიდებული. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები