Belive

ბაიერნის პრეზიდენტმა მიულერის შესახებ განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც თომას მიულერის ბედი გაირკვა, რომლის თანახმადაც მან მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, მოვლენას "ბაიერნისათვის" საკმაოდ მნიშნველოვანი ადამიანები გამოეხმაურნენ. მათ შორისაა გუნდის პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი. "თომას მიულერი ბაიერნისათვის ისეთივე მნიშნველოვანი ფიგურაა, როგორიც ქალაქ მიუნხენისათვის "ოქტობერფესტია", მის გარეშე წარმოუდგენელია" "ცხადია, ძალიან გავბედნიერდი, როდესაც გავიგე, რომ მიულერმა ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, ის ჩვენი გუნდის ერთგვარი გმირი და სიმბოლოა" "თომასი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს გუნდისათვის, გატანილ გოლებთან ერთად, მას უამრავი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და ასევე უხილავ შავ საქმესაც შესანიშნავად ართმევს თავს" "კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიულერის დარჩენა შესანიშნავი მოვლენაა", - განაცხადა ბაიერნის პრეზიდენტმა. თომას მიულერი ბაიერნში 2008 წლიდან ირიცხება, მან 521 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 195 გოლთან ერთად 146 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები