Belive

ბაიერნის პრეზიდენტმა ნიკო კოვაჩის შესახებ განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის „ბაიერნის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა სიახლე არავისთვისაა, გუნდს ასეთი წარუმატებელი სტარტი 2011/12 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, შესაბამისად ამ ყველაფერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და რისხვის უდიდესი ნაწილი ნიკო კოვაჩს ატყდება. მთავარი შეკითხვა „ბაიერნის“ შესახებ ნიკო კოვაჩის გაშვებასთან დაკავშირებით ისმის, ამ ყველაფერს გუნდის პრეზიდენტი, ული ჰიონესიც გამოეხმაურა: „კოვაჩს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ! გუნდში ჯერჯერობით სიმშვიდეა“. „რეკორდმაისტერი“ 20 ოქტომბერს „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გასვლით შეხვედრას გამართავს. ეს შეხვედრა კიდევ ერთი დიდი გამოცდა იქნება 46 წლის სპეციალისტისთვის, თუმცა ნიკო კოვაჩს საკმაო დრო აქვს გუნდში სიტუაციის დასარეგულირებლად.

სხვა სტატიები