Belive

ბაიერნმა 18 წლის ამერიკელი ფეხბურთელი შეიძინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" ახალგაზრდა ამერიკელი ფეხბურთელი, კრის რიჩარდსი $1.5 მილიონად შეიძინა, რასაც ბონუსის სახით $500 000 დაემატება. ამასთან, კონტრაქტში აღნიშნულია, რომ თუკი "ბაიერნი" მომავალში რიჩარდსს გაყიდის, მისი ყოფილი გუნდ, "დალასს" სატრანსფერო თანხის 40% ერგება. გასულ ზაფხულში "ბაიერნმა" რიჩარდსი იჯარის წესით დაიმატა - ფეხბურთელი გერმანული კლუბის აკადემიას (U19) შეუერთდა, თუმცა მან ძირითად გუნდთან ერთადაც ითამაშა - პოზიციით ცენტრალურმა მცველმა "პარი სენ-ჟერმენისა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშა და კლუბის ხელმძღვანელობას თავი დაამახსოვრა - მან არაერთი საჰაერო დუელი მოიგო და ამასთან, ზუსტი გადაცემებითაც გამოირჩეოდა.  

სხვა სტატიები