Belive

ბაიერნმა ატლეტიკოს ფეხბურთელი სარეკორდო თანხად შეიძინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, ლუკას ერნანდესი შეიძინა - ახალგაზრდა მცველი "ბაიერნთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. გერმანული გრანდი ესპანელ მცველში 80 მილიონი ევროს გადაიხდის. ცნობილია, რომ თანხის ნახევარი "ატლეტიკომ" უკვე მიიღო, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი მიუნხენელები ზაფხულში გადაიხდიან. ერნანდესის ტრანსფერი მიუნხენური გუნდის ისტორიაში სარეკორდო თანხისაა. აქამდე ყველაზე დიდი მოცულობის თანხა მიუნხენელებს კორენტინ ტოლისოში ჰქონდა გადახდილი (€41.5 მილიონი).  

სხვა სტატიები