Belive

ბაიერნმა დავიდ ალაბას შემცვლელი შეარჩია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წლის სატრანსფერო პერიოდების განმავლობაში უცხოურ მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ხმა იმის შესახებ, თითქოს დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს გუნდმა ფეხბურთელის შენარჩუნება გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხა. ამჟამინდელი მოცემულობის თანახმად ალაბას მიმდინარე სეზონის დასასრულს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გერმანული მედიაგამოცემა BILD-ის ცნობით "ბაიერნმა" ალაბას შემცვლელი უკვე შეარჩია, ეს გახლავთ "ლაიფციგის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიო უპამეკანო, რომელიც ამ უკანასკნელის რიგებში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს, რის ხარზეც შანსი უჩნდება, რომ ევროპის მოქმედ საუკეთესო გუნდში ითამაშოს. აქვე გეტყვით, რომ მიუნხენური კლუბი 13 იანვარს გერმანიის თასიდან, ქვეყნის მეორე დივიზიონის მონაწილე გუნდმა პენალტების სერიის ხარჯზე გამოაგდო.

სხვა სტატიები