Belive

ბაიერნმა ლეროის სანეს სანაცვლოდ სიტის თანხა დაუსახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. არახალია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლეროი სანე გახლდათ, რომლისთვისაც გერმანელები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლეროი სანეს მიუნხენურ კლუბამდე მხოლოდ "ბაიერნსა" და "სიტის" შორის მისი სატრანსფერო ღირებულების შეთანხმება აშორებდა. გერმანულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "რეკორდმაისტერი" ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ დოლარს შესთავაზებს, თუ რამდენად დათანხმდებიან "ქალაქელები" აღნიშნულ შეთავაზებას ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ მოიპოვება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე თვის წინ ლეროი სანესა და გერმანულ კლუბს შორის შემდგარი მოლაპარაკებების თანახმად ფეხბურთელი "ბაიერნს" 5-წლიან კონტრაქტზე მოუწერს ხელს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ინგლისური კლუბი გერმანელებისგან შეთავაზებულ თანხას დაიწუნებს, მათ შეუძლიათ გერმანელი ფეხბურთელი გუნდში კიდევ ერთი წლით დაიტოვონ, იქამდე სანამ მას კონტრაქტი არ ამოეწურება.

სხვა სტატიები