Belive

ბაიერნმა ლუკას ერნანდესი წარადგინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მცველი, ლუკას ერნანდესი მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად წარადგინა. ფრანგ ფეხბურთელში "რეკორდმაისტერმა" 80 მილიონი ევრო გადაიხადა. ერნანდესი ახალ კლუბში 21 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. იმედი მაქვს ბაიერნში კარგ სეზონებს ჩავატარებ. ჩემთვის დიდი პატივია ფილიპ ლამის ნომრის ტარება. ვიცი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო იგი გუნდისთვის" - განაცხადა ფრანგმა მცველმა.
ლუკას ერნანდესი ამპლუით მარცხენა მცველია, თუმცა მას ცენტრალურ მცველად თამაშის გამოცდილება აქვს. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლუკას ერნანდესი 2014 წლიდან "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. მადრიდელთა შემადგენლობაში მას 110 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ბურთის გატანა შეძლო.
D-9Kpx7XYAIyAbf

სხვა სტატიები