Belive

ბაიერნმა ფლიკი გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბუნდესლიგის 29-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, "ვოლფსბურგი" "ბაიერნს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელად, "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა - ჰანსი ფლიკის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება სურს.
"დღეს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა მსურს. ხელშეკრულების გაწყვეტა ზაფხულში მინდა, ეს ფაქტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ეს პირადად ჩემგან გაეგო." "ხელმძღვანელებს სურვილის შესახებ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისთანავე ვაუწყე. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ამ საოცარ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს", - აღნიშნა ჰანსი ფლიკმა. 
მთავარი მწვრთნელის განცხადება, "ბაიერნის" წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ფლიკის განცხადების თაობაზე, "ბაიერნმა" მოხსენება გაავრცელა:
"17 აპრილს, ჰანსი ფლიკმა საჯაროდ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბაიერნთან" კონტრაქტის გაწყვეტა სურს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ფლიკი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ივნისამდე იკავებს." "მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ფლიკი "ბაიერნის" მმართველი საბჭოს წევრებს დაუკავშირდა. კლუბი და ფლიკი შევთანხმდით, რომ კონცენტრირება "ვოლფსბურგის", "ლევერკუზენისა" და "მაინცის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე მოგვეხდინა. მომდევნო მატჩები უმნიშვნელოვანესია, აღნიშნულიდან გამომდინარე მთავარმა მწვრთნელმა და კლუბმა სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ." "კლუბი ემიჯნება და გმობს ფლიკის მიერ ცალმხრივად გაკეთებულ განცხადებას. მთავარ მწვრთნელთან კომუნიკაციას "მაინცთან" გასამართი მატჩის შემდეგ განვაახლებთ."
შეგახსენებთ, ფლიკმა "ბაიერნი" 2019 წელს ჩაიბარა და მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.  

სხვა სტატიები