Belive

ბაიერნმა რეალის ფეხბურთელისთვის 120 მილიონი გაამზადა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარკო ასენსიოს შეძენას აპირებს. ესპანური Don Balon-ის ინფორმაციით, გერმანულმა გუნდმა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გაამზადა. აღნიშნული ტრანსფერის შესრულების შანსებს ზრდის ის, რომ სოლარის "რეალში" მისვლის შემდეგ ასენსიო სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. ცნობისთვის, 23 წლის ესპანელმა წელს "რეალის" მაისური 31-ჯერ მოირგო. მარკოს ანგარიშზე 5 გოლი და 5 ასისტია.  

სხვა სტატიები