Belive

ბაიერნმა რეალის ფეხბურთელისთვის 120 მილიონი გაამზადა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, მარკო ასენსიოს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გაამზადა. მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის შემდეგ, ბუნდესლიგურ გუნდს რიბერი და რობენი ტოვებს, "ბაიერნს" კი შეტევითი პოტენციალის გაზრდა სჭირდება. როგორც ჩანს, მიუნხენელები პრობლემის გადაჭრას სწორედ ასენსიოს ტრანსფერით აპირებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელი ფეხბურთელი ძალიან ცუდ ფორმაშია. მარკომ წელს "რეალის" მაისური 31-ჯერ მოირგო და მხოლოდ 5 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები