Belive

ბაიერნმა სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნმა" 30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის - სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა. გერმანულმა გრანდმა სადიო მანე დღეს ოფიციალურად წარადგინა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში "ლივერპულიც" გამოეხმაურა, რომელიც 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს გამოემშვიდობა და 6 საოცარი სეზონის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. "იგი ლივერპულიდან წავიდა როგორც ლეგენდა".  30 წლის სენეგალელი შემტევი, გერმანულ გრანდში 2025 წლამდე დარჩება. სადიო მანემ "ლივერპულში" 269 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 120-ჯერ გამოიჩინა, 38-ჯერ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები