Belive

ბაიერნს მთავარი სამიზნე არჩეული ჰყავს, რომლის ღირებულება არანაკლებ 100 მილიონი ევროა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" სატრანსფერო პერიოდისათვის აქტიურად ემზადება. გერმანელები შესანიშნავ ფორმაში არიან, თუმცა კლუბის გაძლიერებაზე უარს არასოდეს ამბობენ. ამჟამად მათი მთავარი სამიზნე კაი ჰავერცია. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლევერკუზენის" რიგებში ირიცხება. მას შემდეგ რაც მიუნხენურმა გრადმა მის მიმართ ინტერესი გამოთქვა, "ლევერკუზენის" მესვეურებმა განაცხადეს, რომ ჰავერცის მინიმალური სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება. გერმანელების სურვილი იმდენად დიდია, რომ საქმეში თომას მიულერიც ჩაერთო, მან ჰავერცის დარწმუნება სცადა, რომ მისი კარიერის ბრწყინვალებისათვის "ბაიერნში" გადასვლა ოპტიმალური ვარიანტია. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე, 2019/20 წლების, სეზონში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 15 გოლის გატანასთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები