ბაიერნს ორი ლიდერი გამოაკლდა

229
ნახვა

გერმანიის “ბუნდესლიგის” 29-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” “დიუსელდორფთან” 1:4 მოიგო და ადვილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ორი ლიდერი დაკარგა.

მატჩის 51-ე წუთზე გუნდის კაპიტანი, მანუელ ნოიერი დაიმტვრა. გერმანელმა მეკარემ ფეხის ტკივილი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა. მის ნაცვლად ულრაიხი გამოვიდა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნის მეკარე 2 კვირას გამოტოვებს.

მატჩის მიწურულს მიუნხენელთა კიდევ ერთმა ლიდერმა, მატს ჰუმელსმა მიიღო ტრავმა. გერმანელ ცენტრალურ მცველს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და გარკვეულ პერიოდს გუნდთან ერთად ვერ გაატარებს.

“ბაიერნმა” ამ გამარჯვებით 67 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს “დორტმუნდს”. გერმანიაში საჩემპიონო რბოლა ჯერ კიდევ წინაა. დარჩენილ 5 ტურში მიუნხენელებს საკუთარ მოედანზე “ვერდერთან”, “ჰანოვერთან” და “აინტრახტთან” უწევთ თამაში, ხოლო სტუმრად “ნიერბერგსა” და “ლაიფციგს” დაუპირისპირდებიან.

(229)

ბაიერნს ორი ლიდერი გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-