Belive

ბაიერნს ტერ შტეგენის გადაბირება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მიუნხენის "ბაიერნი" ტერ შტეგენის შეძენით დაინტერესდა. გერმანელი კიპერი 2014 წლის ზაფხულში კატალონიის "ბარსელონამ", "მიუნხენგლადბახიდან" შეიძინა. პირველ სეზონში მარკი, კლაუდიო ბრავოსთან სათამაშო წუთებს იყოფდა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ შტეგენი კატალონიელთა პირველი მეკარე გახდა და საოცარი პროგრესი აჩვენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბლაუგრანას" კარის დარაჯი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით შტეგენისა და ნოიერის შედარებას და გულშემატკივრები ამ საკითხზე აქტიურად კამათობენ. "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯი ნელ-ნელა ასაკში შედის და ვრცელდება ხმები, მისი ჩანაცვლების შესახებ. მას შემდეგ, რაც 2017 წელს მანუელ ნოიერმა ხელი მოიტეხა, მისი სათამაშო ფორმა ისეთი იდეალური აღარ არის, როგორიც ტრავმამდე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გერმანელები, კატალონიელებს, ტერ შტეგენის შეძენის თაობაზე დაუკავშირდნენ. "გლადბახის" ყოფილ კიპერს, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. ჯერჯერობით საუბრის დეტალები უცნობია, მაგრამ  "ბაიერნის" პრეზიდენტს, ფრანს ბეკენბაუერს ძალიან სურს ტერ შტეგენის შეძენა. კატალონიაში მარკზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და ძნელად წარმოსადგენია, რომ კლუბი მას იოლად შეელევა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები