Belive

ბაკაიოკო შესაძლოა ჩელსის დაუბრუნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ცენტრალური ნახევარმცველი, ტიმუე ბაკაიოკო შესაძლოა კვლავ ლონდონის "ჩელსის" დაუბრუნდეს - საქმე იმაშია, რომ "მილანში" იჯარის წესით განათხოვრებული ბაკაიოკოს სათამაშო ფორმით "როსონერის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო უკმაყოფილოა. 2016/2017 წლების სეზონში ბაკაიოკო ძალიან ძლიერი "მონაკოს" წევრი იყო - გუნდმა ლიგა 1-ის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში შეძლო და მის ძირითად ბირთვს კილიან მბაპე, ტიმუე ბაკაიოკო, ფერნანდო სილვა და ბენჯამინ მენდი წარმოადგენდნენ. ზემოთაღნიშნულმა ფეხბურთელებმა "მონაკოს" წარმატება ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენეს და სათამაშოდ უფრო ძლიერ გუნდებში გადავიდნენ - ბაკაიოკო "ჩელსიში" აღმოჩნდა და 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ახალგაზრდა ფრანგი იჯარის წესით "მილანში" გაუშვა, გუნდში კი ჟორჟინიო და კოვაჩიჩი მოიყვანა. "მილანში" ტრანსფერი მისთვის ასევე წარუმატებელი გამოდგა და იტალიური მედიის თანახმად, თუკი ბაკაიოკო მომდევნო თამაშებში თავის გამოცენას ასევე ვერ მოახერხებს, მას კვლავ ლონდონში მოუწევს დაბრუნება.  

სხვა სტატიები