Belive

ბაკაიოკომ მილანში დარჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“მილანის” ცენტრალური ნახევარმცველი, ტიმუე ბაკაიოკო, რომელიც მილანში იჯარის წესით თამაშობს, გუნდის დატოვებას არ აპირებს. ფრანგი ნახევარმცველის სიტყვებს იტალიური მედიასაშუალება, MilanNews.It ავრცელებს. "უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო მეძლევა და აქ თავს კარგად ვგრძნობ. შესაბამისად, კარიერის გაგრძელება "მილანში" მინდა, თუმცა ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული," განაცხადა ბაკაიოკომ., 2016/2017 წლების სეზონში ბაკაიოკო ძალიან ძლიერი “მონაკოს” წევრი იყო – გუნდმა ლიგა 1-ის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში შეძლო და მის ძირითად ბირთვს კილიან მბაპე, ტიმუე ბაკაიოკო, ფერნანდო სილვა და ბენჯამინ მენდი წარმოადგენდნენ. ზემოთაღნიშნულმა ფეხბურთელებმა "მონაკო" მალევე დატოვეს და უფრო ძლიერ გუნდებს მიაშურეს - ბაკაიოკოს "ჩელსიში" აღმოჩნდა, თუმცა გუნდში ახალი მწვრთნელის, მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფრანგი იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიოდა. მაურისიო სარიმ ბაკაიოკო იჯარის წესით “მილანში” გაუშვა, გუნდში კი ჟორჟინიო და კოვაჩიჩი მოიყვანა. ტიმუე ბაკაიოკო ამჯამად 24 წლისაა და მისი სატრანსფერო ღირებულება €30 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები