Belive

ბალოტელი: "აღარასდროს შეადაროთ მესი რონალდუს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელი ჩვეულ ამპლუაში მოგვევლინა და მორიგი თამამი განცხადებით გამოიჩინა თავი. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" "ლივერპული" დაამარცხა (3:0). აღნიშნულ დაპირისპირებაში კატალონიელთა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მესის მიერ გატანილი მეორე გოლი, რომელიც მან შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მესის ფენომენალური პერფორმანსით აღფრთოვანებულმა ბალოტელიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა: "თუ ფეხბურთი მართლა გიყვართ, აღარასდროს შეადაროთ მესი "იუვენტუსის" 7 ნომერს."

სხვა სტატიები