Belive

"ბალოტელი, აგუეროოოო!" - 8 წელი სიტის დრამატული ჩემპიონობიდან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზუსტად 8 წლის წინ, პრემიერლიგის და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საფეხბურთო დღე შედგა. 2012 წლის 13 მაისს, ქალაქ მანჩესტერის ორ მტრულად განწყობილ ბანაკს შორის უკეთესი და შესაბამისად ტიტულის მფლობელი უნდა გამოვლენილიყო.

"იუნაიტედმა" სეზონის ბოლო ტურში "სანდერლენდს" სტუმრად 1:0 მოუგო და ჩემპიონობასთან უფრო ახლოს იყო. რაც შეეხება "სიტის", "ქალაქელები" "ეტიჰადზე" გავარდნილ "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მარცხდებოდნენ (1:2). ძირითადი დროის მეორე დამატებულ წუთზე, ედინ ჯეკომ წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, საკუთარი ნახევარიდან დაწყებულ შეტევას საჯარიმოში ბალოტელის პასი და სერხიო აგუეროს ახლო კუთხეში გატანილი გოლი მოჰყვა. კომენტატორის და ცისფერ მაისურებში გამოწყობოლი ფეხბურთელ-გულშემატკივრების რეაქცია კი ყველას კარგად გვახსოვს.

სხვა სტატიები