Belive

ბალოტელი ბრეშას იანვარში დატოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელის კარიერა "ბრეშაში" კარგად ვერ ვითარდება. იტალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ბალოტელის იტალიაში ხელს უშლიან რასისტები, რომლებმაც მარიო "ვერონასთან" მატჩში ძალიან გააღიზიანეს. "ლივერპულის", "სიტისა" და "მილანის" ყოფილი შემტევი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ის მოედნის დატოვებასაც აპირებდა. "ბრეშას" პრეზიდენტის, მასიმო სელინოს განცხადებით, 29 წლის იტალიელი კლუბს იანვარში, უფასოდ დატოვებს. "მარიო შეწუხებულია, რადგან ვერ ახერხებს იმ თამაშის ჩვენებას, როგორიც შეუძლია. სერია A-ში გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდში თამაში დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ბალოტელის ეს იმაზე მარტივი ეგონა, ვიდრე რეალურად არის. მარიოს ზამთარში გუნდიდან უფასოდ წასვლის შესაძლებლობა ექნება. იტალიელს ახლა სჭირდება, რომ მისთვის საუკეთესო გზა აირჩიოს," - განაცხადა "ბრეშას" პრეზიდენტმა.  

სხვა სტატიები