Belive

ბალოტელი მოლაპარაკებას მარსელთან აწარმოებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური სპორტული მედიის თანახმად, მარიო ბალოტელიმ ფრანგულ "მარსელთან" შეთახნმებას მიაღწია. 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად ფრანგული "ნიცას" ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე არცერთი გოლი არ ირიცხება. იტალიური მედიის საპირისპიროდ, ფრანგული L’Equipe იტყობინება, რომ ბალოტელიმ "მარსელს" წელიწადში 5 მილიონი მოსთხოვა, რამაც შესაძლოა მოლაპარაკება ჩაშალოს. ბალოტელის, რომელიც ერთ დროს ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, "ნიცასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. იხილეთ ბალოტელის გოლები გასულ სეზონში "ნიცას" შემადგენლობაში.

სხვა სტატიები