ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
მარიო ბალოტელი კვლავ ჩვეულ ამპლუაშია. იტალიელმა შემტევმა, ამჯერად სერია ა-ს ეგიდით გამართული მატჩის დროს გამოიჩინა უხეშობით თავი. შეცვლით განრისხებულმა მარიო ბალოტელიმ, ფოტოგრაფს ფოტოაპარატი გამოგლიჯა და დაამტვრია. გავრცელებული ინფორმაციით, ბალოტელიმ ფოტოაპარატი სარეკლამო ბანერს ესროლა. მატჩის დასრულების შემდეგ, დაზარალებული ფოტოგრაფი Instagram-ზე გამოეხმაურა ბალოტელის უღირს საქციელს.