Belive

ბალოტელიმ კიელინის კრიტიკას უპასუხა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კიელინის ინტერვიუ, სადაც ის მის თანამემამულე მარიო ბალოტელის ღიად აკრიტიკებს. მარიო ბალოტელის სულ ცოტა ხანი დასჭირდა პასუხის გასაცემად: "კიელინისგან განსხვავებით მე მაქვს გამბედაობა, რომ რასაც სხვაზე ვფიქრობ, მას პირში ვუთხრა. არავინ იცის რას ამბობს ჯორჯო მის ახლანდელ თანაგუნდელებზე. კიელინი უცნაური კაპიტანია და თუ ის ხალხს ასეთი მოსწონს, როგორიც არის, მაშინ მირჩევნია მე ყველას ვეზიზღებოდე. კიელინი სამარცხვინო ადამიანია. მე ასეთად ყოფნას არასდროს ვისურვებდი. მისგან განსხვავებით მე იტალიის მაისური არასდროს შემირცხვენია" - განაცხადა მარიომ

სხვა სტატიები