Belive

ბალოტელის მსურველი პრემიერლიგიდან გამოუჩნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელის გადაბირებით პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი "ვესტ ჰემს" სურს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლონდონური კლუბი მარკო არნაუტოვიჩმა დატოვა. 30 წლის შემტევი ჩინურ "შანხაიში" 22 მილიონ ევროდ გადავიდა. "ვესტ ჰემი" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას კალუმ უილსონოსა და მაქსი გომესის ტრანსფერებით აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი ვერ შედგა. რაც შეეხება ბალოტელის, მისი გადაბირება "ვესტ ჰემს" უფასოდ შეუძლია. მარიომ პირველ ივლისს მარსელის "ოლიმპიკი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. 28 წლის იტალიელმა გასულ სეზონში "ოლიმპიკის" მაისურით 15 ჩატარებულ მატჩში 8 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები