Belive

ბაფეტიმბი გომისი გალათასარაიში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ყოფილი, 36 წლის ცენტრფორვარდი - ბაფეტიმბი გომისი ევროპაში დაბრუნდა. კერძოდ, 36 წლის ფრანგი ყოფილ კლუბში, "გალათასარაიში" დაბრუნდა.

გომისი საფეხბურთ რადარზე "სენტ-ეტიენიდან" გამოჩნდა, შემდეგ კი "ლიონში" ბრწყინვალე თამაშით შეაყვარა გულშემატკივარს თავი. გომისი "ლიონში" 2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით თამაშობდა, სადაც 178 მატჩში 64 გოლი გაიტანა. 2014 წელს პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "სუონსიში" გადავიდა, სადაც 2017 წლამდე ითამაშა და 13 გოლის გატანა შეძლო. პრემიერ ლიგიდან კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, ამჯერად კი "მარსელის" რიგებში, სადაც მხოლოდ 1 წელი, კერძოდ კი 32 თამაში ითამაშა და 20 გოლიც გაიტანა. "მარსელიდან" "გალათასარაიში" გადაბარგდა და 2017-2018 წლებში 34 მატჩში, თავი გოლით 29-ჯერ გამოიჩინა. ბოლო 4 წელი მან საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალში" გაატარა, სადაც 106 მატჩში 81 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები