Belive

ბარაკ ობამამ მესიზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. ობამა არგენტინის ნაკრებსაც შეეხო.
"ის ხალხიც კი, რომლებსაც ჩვენ გენიოსებად ვთვლით, მათ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, რათა განვითარდნენ. იმის მიუხედავად რომ, მესი შესანიშნავია, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მაინც ვერ იგებს. ჩემი რჩევა ახალგაზრდებისთვის ასეთი იქნება - მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სრულიად მარტო ძალიან ცოტა ადამიანი აღწევს წარმატებას" - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ლიონელ მესისთან ერთად კოპა ამერიკაზე ითამაშებს. ტურნირი 14 ივნისს დაიწყება. არგენტინა კი B ჯგუფში, კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები