Belive

ბარნლის გულშემატკივრები კრაუჩს გაეხუმრნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისელი თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი "ბარნლიში" გადავიდა.  "ბარნლის" გულშემატკივრები კრაუჩს კრეატიულად და სასაცილოდ დახვდნენ. ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე გუნდის ფანებმა წარწერა გააკეთეს: "კეთილი იყოს შენი მობრძანება კრაუჩ. თავი არ მიარტყა".  გეტყვით, რომ კრაუჩის სიმაღლე 201 სანტიმეტრია. თავად ფეხბურთელმა ამაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბარნლიში" ყველა მეგობრულია.

პიტერ კრაუჩმა სადებიუტო შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. "ბარნლი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა. კრაუჩი მანამდე "სტოკში" თამაშობდა. გუნდი კი გასულ სეზონში "პრემიერლიგიდან" "ჩემპიონშიპში" დაქვეითდა. პიტერ კრაუჩი ინგლისის ნაკრების ღირსებას 2005-10 წლებში იცავდა. ის უკვე 38 წლის არის.  

სხვა სტატიები